logo_geo
eng_logo
გიორგი ამილახვარი: ეს არჩევნები ერთადერთი, იმის რეფერენდუმია, რომ „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები უკვე მერვედ, საბოლოოდ დავამარცხოთ და პოლიტიკური ველიდან გავიყვანოთ
- +

28 სექტემბერი. 2021. 01:09

 

„ეს არჩევნები ერთადერთი, იმის რეფერენდუმია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები 2012 წლიდან მოყოლებული, უკვე მერვედ, საბოლოოდ დავამარცხოთ და პოლიტიკური ველიდან გავიყვანოთ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა,  გიორგი ამილახვარმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, რითაც უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას - როგორ შეაფასებს ოპოზიციის განცხადებებს, რომ თვითმმართველობის არჩევნები მათთვის არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები, ეს არის რეფერენდუმი და გზა საპარლამენტო არჩევნებისკენ.

 

„ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ის თეორიულად, ვერანაირად ვერ დაუკავშირდება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს. იმიტომ, რომ დღეს, საქართველოში ამის საფუძველი, საბაბი და მოთხოვნა არ არსებობს. მეორე, „ქართული ოცნება“ 2 ოქტომბერს 43%-ზე გაცილებით მეტ პროცენტს დააფიქსირებს და სულ რომ სამი პროცენტი მივიღოთ, რიგგარეშე არჩევნები არანაირად არ დაინიშნება. ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ჩვენ შარლ მიშელის დოკუმენტიდან იმიტომ არ გავედით, რომ რამე ფორმით 43%-იანი ნიშნულის გვეშინოდა“, – განაცხადა ამილახვარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner