logo_geo
eng_logo
გიორგი ამილახვარი: როგორც გამოვლენ ქუჩაში, ისევე შევლენ სახლში - იქნება კანონის დარღვევა? - იქნება მყისიერი პასუხი
- +

28 სექტემბერი. 2021. 03:02

 

 

„ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ის თეორიულად, ვერანაირად ვერ დაუკავშირდება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს. იმიტომ, რომ დღეს, საქართველოში ამის საფუძველი, საბაბი და მოთხოვნა არ არსებობს. მეორე, „ქართული ოცნება“ 2 ოქტომბერს 43%-ზე გაცილებით მეტ პროცენტს დააფიქსირებს და სულ რომ სამი პროცენტი მივიღოთ, რიგგარეშე არჩევნები არანაირად არ დაინიშნება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ამილახვარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ოპოზიცია ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ იმისთვის, რომ სახელისუფლებო მანდატი როგორმე არჩევნების, ამომრჩევლების გვერდის ავლით მიიღოს, მაგრამ ეს არ მოხდება.

 

„ეს ფილმი ქართულ საზოგადოებას უკვე ნანახი აქვს, რომ იქნება გამოსვლები. როგორც გამოვლენ ქუჩაში, ისევე შევლენ სახლში უკან. იქნება კანონის დარღვევა? იქნება მყისიერი პასუხი, კანონის ფარგლებში, კანონის სრული სიმკაცრით. ამიტომ, აქ ვერაფერი ვერ მოხდება. ამ ქვეყანაში მსაჯული არის ქართველი ხალხი, რომელიც 2 ოქტომბერს გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner