„არჩევნებამდე 5 დღით ადრე, სააკაშვილის დაჯავშნილი ბილეთის ერთადერთი დანიშნულება, ოპოზიციის მიერ რეფერენდუმად დაკონვერტირებული და ფაქტობრივად წაგებული არჩევნებისათვის ინტრიგის დაბრუნებაა“, - ასე ეხმიანება ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს და საზოგადოებას სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
„არჩევნებამდე 5 დღით ადრე, სააკაშვილის დაჯავშნილი ბილეთის ერთადერთი დანიშნულება, ოპოზიციის მიერ რეფერენდუმად დაკონვერტირებული და ფაქტობრივად წაგებული არჩევნებისათვის ინტრიგის დაბრუნებაა. პოლიტმარკეტინგული თვალსაზრისითაც ეს პიარ სვლა გათვლილია, დარჩენილ დღეებში მისი ჩამოსვლის ამბავი მთავარ დღის წესრიგად გადაქცევაზე, სადაც მედია სივრცე საინფორმაციო გამოშვებები თუ სტუდიები ამ ამბის ირგვლივ უნდა იყოს ფოკუსირებული. იგი, ასევე, ემსახურება ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის წინასაარჩევნო მობილიზაციას, რადგან ოპოზიცია ვერ ახერხებს ხალხის დარწმუნებას ამ არჩევნების რეფერენდუმის უალტერნატივობაში, ე.წ პარტიული ტელევიზიებიდან რა ვირტუალური რეალობაც არ უნდა შექმნან არჩევნების მოგების მტკიცებით ფორმაში.
„იპსოსის“ ბოლო კვლევაც მხარდამჭერი ელექტორატის მობილიზაციას ემსახურება იმ ფონის მხარდასაჭერად, რომ ოპოზიცია უეჭველი იგებს ამ არჩევნებს, რაც პროცესს ვადამდელში გადაიყვანს. ოპოზიციას ერთი რამე ავიწყდება, საკუთარი ტელეაუდიტორიიდან დანახული სურათი დღემდე არაერთხელ გამხდარა, მათივე მხარდამჭერი ელექტორატის იმედგაცრუების მიზეზი, რეალობასთან არც თუ მცირე აცდენების გამო. 2 ოქტომბერი, სიურპრიზებს „ნაცოპოზიციას“ უფრო მოუწყობს, ვიდრე ხელისუფლებას, მიშას ბილეთის ბოლო იმედად რომ არიან!
ახლა იხტიბარს ვითომ, რომ არ იტეხენ, ჩვენ მიშას გარეშეც ჩვენი დღის წესრიგს უნდა მივყვეთ ბოლომდე და გამარჯვება რამდენიმე დღეში გავიფორმოთო და თბილისსაც უკვე მოგებულად, რომ აცხადებენ. კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო, ქართულ ოპოზიციაზეა ზედგამოჭრილი. ცხადია, აქ, გახარიას არ ვგულისხმობ. ისე, ამ არჩევნებზე მისი მოსალოდნელი შედეგი, არანაკლები ინტრიგის მატარებელია, მიუხედავად მისი პოზიციონირებისადმი კრიტიკული დამოკიდებულებისა, რაც 2 ოქტომბერს ოპოაქტიორების მორიგი იმედგაცრუებით და სააკაშვილის გაუქმებული ბილეთითაც გამოჩნდება. „ოცნება“ კი არ იგებს, ოპოზიცია აგებს, რაც მათი ნაწილის ნულისკენ გადახრილ რეიტინგებშია ასახული და სიტუაციური პარადოქსიც ამაშია! 2 ოქტომბერიც მალე მოვა“, - წერს ცუცქირიძე.