„ევროპამ მიამიტობა უნდა შეწყვიტოს, როდესაც საქმე მისი ინტერესების დაცვას ეხება და საკუთარი სამხედრო შესაძლებლობები უნდა ჩამოაყალიბოს“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.
„ევროპელებმა მიამიტობა უნდა შეწყვიტონ. როდესაც ზეწოლას განვიცდით, ჩვენ რეაგირება უნდა მოვახდინოთ და ვაჩვენოთ, რომ ჩვენ გვაქვს ძალა და უნარი საკუთარი თავი დავიცვათ. საუბარია არა სიტუაციის გამწვავებაზე, არამედ საკუთარი თავის დაცვაზე. ეს არ არის შეერთებული შტატების ალიანსის ალტერნატივა“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.