logo_geo
eng_logo
კრისტინა აგილერას კონცერტს ახალი კატეგორიის ბილეთები დაემატება
- +

26 ივლისი. 2016. 18:15



მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად და კრისტინა აგილერას მენეჯმენტთან შეთანხმებით, კომპანია „Black Sea Arena"-ს ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, დაემატოს ახალი კატეგორიის ბილეთები - ე.წ. „სილვერ რინგი".

აღნიშნული ბილეთი გულისხმობს ფეხზე დასადგომ ადგილს. ბილეთების რაოდენობის გაზრდა არ ეწინააღმდეგება უსაფრთხოების ნორმებს და არ უქმნის დისკომფორტს შესაბამის ზონაში მდგარ მსმენელს.

ბილეთის ღირებულება შეადგენს 50 ლარს და მათი შეძენა შესაძლებელია საიტზე: tkt.ge


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner