მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად და კრისტინა აგილერას მენეჯმენტთან შეთანხმებით, კომპანია „Black Sea Arena"-ს ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, დაემატოს ახალი კატეგორიის ბილეთები - ე.წ. „სილვერ რინგი".
აღნიშნული ბილეთი გულისხმობს ფეხზე დასადგომ ადგილს. ბილეთების რაოდენობის გაზრდა არ ეწინააღმდეგება უსაფრთხოების ნორმებს და არ უქმნის დისკომფორტს შესაბამის ზონაში მდგარ მსმენელს.
ბილეთის ღირებულება შეადგენს 50 ლარს და მათი შეძენა შესაძლებელია საიტზე: tkt.ge