„ოცნებისთვის“ რა თქმა უნდა, შემაფერხებელი დარტყმა იყო გახარიას წასვლა, მაგრამ სამაგიეროდ, ისეთი ადამიანი დაბრუნდა, ირაკლი ღარიბაშვილის სახით, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი ენდობა“, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ნინო ჯღარკავამ გაზეთ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ირაკლიმ თავისი პატრიოტული და გულანთებული ქმედებებით ის ტალღა ჩააცხრო, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა გახარიას, რომ დაენგრია „ქართული ოცნება“. ღარიბაშვილმა მოახერხა ის, რომ ეს ყველაფერი არ მოხდა გახარიას სასარგებლოდ. ამიტომ მე ვთვლი, რომ გიორგი გახარია ხმათა 5 პროცენტსაც ვერ აიღებს ამ არჩევნებში“, - განაცხადა ნინო ჯღარკავამ.