logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: დიდი მადლობა, ბატონო დავით!
- +

28 სექტემბერი. 2021. 16:59

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში, დავით სკოლოვის ვარსკვლავის გახსნის დროს, სიტყვით გამოსვლისას წარმოთქმულ სამადლობელ ტექსტს აქვეყნებს და წერს:

 

„დავით სოკოლოვი: „კი არ მევარსკვლავება, მინდა ჩამთვალოთ იმ პიროვნებად, ვისაც მართლაც ეკუთვნის ვარსკვლავის გახსნა“.

 

მთაწმინდის პარკში, ტელეანძის მიმდებარედ, დავით სოკოლოვის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი - ცნობილ ტელეწამყვანს დავით სოკოლოვს:

 

დიდი მადლობა, ბატონო დავით, თქვენი პროფესიული საქმიანობისთვის, დიდი მადლობა თქვენი სამოქალაქო პოზიციისთვის, დიდი მადლობა თქვენი ერთგულებისთვის ეროვნული ღირებულებების და ეროვნული ფასეულობების მიმართ, დიდი მადლობა თქვენი თავანკარა ქართულისთვის, თქვენი არაჩვეულებრივი ხმისთვის, რომელიც ჩვენი თაობის მეხსიერებაში ისედაც ღრმად არის აღბეჭდილი და მომავალ თაობასაც დღევანდელი ციფრული ტექნოლოგიები საშუალებას მისცემს, რომ მაგალითად გავიხადოთ თითოეულმა ჩვენგანმა, როგორ უნდა ვესაუბროთ მაყურებელს და მსმენელს! გილოცავთ და გლოცავთ!

 

თბილისი, მთაწმინდა, 2021 წლის 4 თებერვალი“, - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner