logo_geo
eng_logo
მაია კახიძე: სამწუხაროდ, ლეგენდარული ტელეწამყვანი დავით სოკოლოვი გარდაიცვალა
- +

28 სექტემბერი. 2021. 17:06

 

 

პოეტი და ჟურნალისტი, მაია კახიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს.

 

„ტელელეგენდა, დავით სოკოლოვი გარდაიცვალა.

საქართველოს ტელევიზიის დაარსების პირველივე წლებიდან დავით სოკოლოვი საინფორმაციო პროგრამა "მოამბის", ასევე, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის წამყვანად ათეულობით წლის განმავლობაში მუშაობდა. ტელევიზიის პარალელურად მას გადაცემები რადიოშიც მიჰყავდა.

მიმდინარე წლის 4 თებერვალს, ცნობილ ტელეწამყვანს, მთაწმინდის პარკში, თბილისის ტელეანძის მიმდებარედ ვარსკვლავი გაუხსნეს.

მიდიან მოღვაწე, სამაგალითო ადამიანები და როგორ მენანებიან...

უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი ბატონ დავითს!“ - წერს კახიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner