logo_geo
eng_logo
ზვიად ტომარაძემ საქართველოს პრეზიდენტს პროექტში მონაწილე ფერეიდნელებისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სთხოვა
- +

26 ივლისი. 2016. 18:19




საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, პრეზიდენტის სასახლეში ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლა, რომლებიც საქართველოში ზვიად ტომარაძის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში იმყოფებიან.


გიორგი მარგველაშვილი დაინტერესდა პროექტით, რომლის ფარგლებშიც ქართველი ფერეიდნელები საქართველოში იმყოფებიან და 2 თვის განმავლობაში ქართულ ენასა და ხალხურ სიმღერებს სწავლობენ.


ზვიად ტომარაძემ საქართველოს პრეზიდენტს პროექტში მონაწილე ფერეიდნელებისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სთხოვა, რაზეც პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა.


ფერეიდნელებმა პრეზიდენტი ფერეიდანში დაპატიჟეს.


შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა პრეზიდენტის სასახლე დაათვალიერეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.


პროექტი დაფინასებულია „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის" მიერ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner