logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: მშვიდობით ბ-ნო დავით!
- +

28 სექტემბერი. 2021. 17:38

 

 

|ჟურნალისტი ირაკლი შონია მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ჟურნალისტის, დავით სოკოლოვის გარდაცვალების გამო და მის შესახებ  სოციალურ ქსელში წერს:

 

აი, ამ დრო-ჟამისგან გაცვეთილ ფოტოს, საქართველოს ისტორია და ეროვნული მუზეუმი თვალსაჩინო ადგილზე გამოფენს... მთავრობის სასახლეში საგანგებოდ მოწყობილი ტელევიზია და შემზარავად გათენებული 1991 22 დეკემბერი. მთავრობის სასახლეს ჰაუბიცებით უტევენ, განსაკუთრებული სამიზნეა ტელევიზიის სტუდია და აი, პირდაპირ ეთერში დიქტორი დავით სოკოლოვი და მწერალი, უზენაეს საბჭოს დეპუტატი ირინე ტალიაშვილი, მოუწოდებენ მოსახლეობას დაიცვან მათ მიერ არჩეული ხელისუფლება,მთავრობის სასახლე, ტყვია ჩამსხვრეულ ფანჯრებში,პირდაპირ სტუდიაში შემოდის,ისმის ხმა:ახლა შემოცვივდებიან და ყველას დაგვხვრეტავენო... ფეხი არავის მოუცვლია, არ შეუწყვეტიათ ტელე ტრანსლირება სანამ პუტჩისტებმა ქვემეხებით არ დადუმეს! ორივე დასაჯეს პატრიოტობისთვის და ერთგულებისთვის! ჩემთვის ორივე უსაყვარლესი ადამიანია და ორი გმირი დათო სოკოლოვი და ირინე ტალიაშვილი! მე მათგან ბევრი რამ ვისწავლე და უზომოდ მადლობელი ვარ განგების რომ ცხოვრებაში ეს ადამიანები შემახვედრა!

 

მშვიდობით -ნო დავით! თქვენ იმ ქვეყნად დაგხვდებათ რჩეული ლაშქარი ღირსეული მამულიშვილების!

 

P.S. ეს ხარვეზებიანი,მაგრამ მნიშვნელოვანი ფოტო კადრი შევინახე ისტორიისთვის,აუცილებლად დასჭირდება ახალ თაობას!- წერს ირაკლი შონია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner