logo_geo
eng_logo
კონსტანტინე ზარნაძე: მოვუწოდებ ჩვენს მომხრეებს, თავი შეიკავონ და არ აყვნენ იმ პროვოკაციებს, რომელთაც გარკვეული ჯგუფები სავარაუდოდ მოამზადებენ
- +

28 სექტემბერი. 2021. 17:50

 

 

„ჩვენ ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას. ყველაზე ბედნიერი ვიქნები მეც და ჩემი გუნდიც, თუ ჩვენს რაიონში მშვიდად ჩატარდება არჩევნები. მოვუწოდებ ჩვენს მომხრეებს, თავი შეიკავონ და არ აყვნენ იმ პროვოკაციებს, რომელთაც გარკვეული ჯგუფები სავარაუდოდ მოამზადებენ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კონსტანტინე ზარნაძემ განაცხადა.

 

„ჩემთვის გამოწვევაა მაჟორიტარი დეპუტატი ვიყო იმ რაიონში, სადაც მთელი ცხოვრება მაქვს გატარებული და თითოეულ უბანში ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ. ეს მაკისრებს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას და თავისთავად არის გამოწვევა. მე ჩემი ოპონენტების საარჩევნო პროგრამაც ვერ ვნახე, გულწრფელად მაინტერესებდა, რას აპირებდნენ და როგორ აპირებდნენ ჩვენი რაიონის განვითარებას. მათგან მე მსგავსი ვერაფერი მოვისმინეთ“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner