logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ჩამომსვლელი არ არის, ვერ გაბედავს!
- +

28 სექტემბერი. 2021. 18:59

 

 

„ნამდვილად ვიცი, რომ 3 ოქტომბერს მასზე დასაცინი ადამიანი ამ ქვეყანაში არ იქნება. მაგრამ აქ ჩამოსვლის გამბედაობა, ნამდვილად არ ეყოფა, რომ ჩამოვიდეს და საკანში ჩაჯდეს. დარწმუნებული ვარ ამაში სიმხდალე შეუშლის ხელს“, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ჯორჯია თაიმსის“ ეთერში.

 

მდინარაძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, წინა საარჩევნოდ ამომრჩეველში მუხტი გაზარდოს.

 

„ახლა ცდილობს ამ თავის „მაიმუნობებით“, მუხტი ასწიოს თავის მომხრეებში, ისევ მოატყუოს და ა.შ. მაგრამ, თუ არ მოატყუებს და ჩამოვა, კი ბატონო, დახვდება ქართული სახელმწიფო და ქართული მართლმსაჯულება და ამით ვიქნებით მოხარულნი. მისი განცხადების და მისი ბილეთის გამოდების ერთადერთი მიზანია, რომ როგორმე მუხტი ასწიოს თავის მომხრეებში, რადგან წაგებული აქვთ ეს არჩევნები ისევე, როგორც წინა შვიდი არჩევნები. დარწმუნებული ვარ, ამ დღეების განმავლობაში პერფორმანსები იქნება, როგორ მოდის, როგორ ემზადება და ბოლოს, აღარ ჩამოვა და სისულელეებს მოიფიქრებენ. მისი ხასიათი ხომ ვიცით, ამ ქვეყანაში ვცხოვრობდით ყველა. ის ძლიერად გრძნობდა თავს მაშინ, როდესაც მთელი სახელმწიფო ძალადობრივი სისტემები იყვნენ მის გვერდით. სხვანაირად ის უბრალოდ მშიშარა ადამიანია. ჩამომსვლელი არ არის, ვერ გაბედავს, მაგრამ თუ ის ამ რისკზე წავიდა, მისი ადგილი იქნება საკანში. არ ვიცი, შეიძლება მეგის ქარდავას მახლობლად, რომელსაც ვითომ არ იცნობს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner