logo_geo
eng_logo
ელისო ბოლქვაძე სილჯა ფიშერს შეხვდა
- +

28 სექტემბერი. 2021. 21:10

 

 

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ პარიზში, საქართველოს საელჩოში მუსიკის საბჭოს აღმასრულებელ მდივანთან სილჯა ფიშერთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრისას საუბარი შეეხო  ევროპული საკონცერტო დარბაზების პლატფორმასთან (ÉCHO) თანამშრომლობის დაწყებას.

 

„სპეციალური კომისია ქართველ ახალგაზრდა შემსრულებლებს ევროპის წამყვან დარბაზებს შესთავაზებს, რომელიც უმოკლეს დროში შეიქმნება. მოსმენები საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება. ეს თანამშრომლობა ახალ შესაძლებლობებს გააფართოვებს და ნორჩი ქართველი ტალანტების მოტივაციას გააღრმავებს“, - აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner