logo_geo
eng_logo
დავით კინწურაშვილმა რამდენიმე მსახიობი სამსახურიდან გაათავისუფლა
- +

26 ივლისი. 2016. 18:37

 

 

ოპერის და ბალეტის თეატრის სამხატვრო  ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა რამდენიმე მსახიობი სამსახურიდან გაათავისუფლა.


გათავისუფლებული არიან გუნდის მსახიობები იამზე გურჩიანი, ნინო გოგინაშვილი და გოჩა გაბიძაშვილი. გათავისუფლების მიზეზი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების უხეშად დარღვევაა მითითებული.


„ინტერპრესნიუსთან" საუბრისას დასის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გათავისუფლებული პირები დავით კინწურაშვილის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიის ორგანიზატორები იყვნენ.


ასევე, გათავისუფლებულია სამხატვრო ადმინისტრაციის უფროსი ეკატერინე გელაშვილი. მას შეთავსებული აქვს სცენის მენეჯერის პოსტი, რომელ პოზიციაზეც რჩება.


არსებული ინფორმაციით, თანამდებობები უკვე დატოვეს თეატრის დირექტორმა ალექსანდრე მოწონელიძემ და იურისტმა კახა ასლანიშვილმა.


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს და დირექტორს დაკავებული პოზიციების დატოვებისკენ მოუწოდებს.


მინისტრის თქმით, თუ მათი მხრიდან დღეს დღის ბოლომდე არ იქნება გადადგმული შესაბამისი ნაბიჯი, სამინისტრო მენეჯმენტის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.






 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner