logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილზე: გვაქვს ერთი გეგმა - კანონის აღსრულება
- +

28 სექტემბერი. 2021. 11:47

 

 

„ჩვენ გვაქვს ერთი გეგმა: კანონის აღსრულება. ჩვენ კომპრომისს არ ვუშვებთ - ჩვენი ხელისუფლების პირობებში არცერთი მოქალაქე არ იქნება კანონზე მაღლა, ვინც არ უნდა იყოს ის“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა, რითაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლას გამოეხმაურა.

 

„ერთი მხრივ, მართლაც პარადოქსი და სასაცილოა, რომ ჩვენ გვიწევს საუბარი არასერიოზული კაცის მორიგ შოუზე. ეს არის შეურაცხმყოფელი, ვინაიდან კაცი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ორგზის პრეზიდენტი იყო და 9 წელი მართავდა, უფრო სწორედ კი ჩაგრავდა ჩვენს ქვეყანასა და მოსახლეობას, შემდეგ თავისი ნება-სურვილით დატოვა საქართველო, გაიქცა, ჩაბარდა უკრაინას, დატოვა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა და აიღო უკრაინის მოქალაქეობა. ამის შემდეგ მისი გუნდის არაერთი წევრი იყო ბრალდებული, მსჯავრდებული, ძალიან ბევრმა მოიხადა სასჯელი, ზოგიერთები ახლაც იხდიან სასჯელს. პრაქტიკულად, მან თავისი გუნდი მიატოვა და 18-ჯერ აქვს ნათქვამი, რომ ჩამოდის საქართველოში. ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არა აქვს. ჩვენ გვაქვს ერთი გეგმა: კანონის აღსრულება. ჩვენ კომპრომისს არ ვუშვებთ - ჩვენი ხელისუფლების პირობებში არცერთი მოქალაქე არ იქნება კანონზე მაღლა, ვინც არ უნდა იყოს ის. მიხეილ სააკაშვილი პასუხისმგებელია ძალიან ბევრ გამოუსწორებელ შეცდომასა და მძიმე დანაშაულზე. ის წლების განმავლობაში ჩაგრავდა ჩვენს მოსახლეობას. ეს იყო მაფიოზური დაჯგუფება, კრიმინალური ბანდა, სექტა, რომელიც ჩაგრავდა ჩვენს მოსახლეობას. მაგალითად, როგორ ექცეოდნენ ბიზნესმენებს - დღეს რამდენიმე ბიზნესმენს ვესაუბრე და აღშფოთებულები არიან - ან ჩამოვიდეს და ჩაჯდეს ციხეში, ან საერთოდ თავი დაანებოს ჩვენს ქვეყანას, იმიტომ რომ საქართველოს სჭირდება განვითარება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner