თუ ისევ უნდათ, სააკაშვილის, ახალაიების, კოდუების, მერაბიშვილის, კეზერაშვილების, უგულავასა და ბოკერიების, ამ მართლაც კრიმინალი ადამიანების მმართველობა და ტერიტორიების ოკუპაცია, მაშინ კი ბატონო, დაუჭირონ მხარი, მათი არჩევანია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
მან გაიხსენა, თუ როგორ ექცეოდნენ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბიზნესმენებს და როგორი სიტუაცია იყო ციხეებში.
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი 25 თუ 27 პროცენტიდან რეალურად მათი ამომრჩეველი, „მიშისტი“, სექტის წევრი, არის მაქსიმუმ 7-10%. დანარჩენი უფრო განაწყენებული ადამიანია, გაღიზიანებული ამომრჩეველი, რომელიც რაღაცას ითხოვს, თუმცა თავადაც არ იცის რას ითხოვს. უბრალოდ, არ მოსწონს ხელისუფლება და მუდმივად, რაღაცას ან მმართველ პარტიას აპროტესტებს. მე ასე ვხსნი. მართლაც, წარმოუდგენელია, როგორ შეუძლია, ასეთ მანიაკს დღეს ჯერ კიდევ, ხმას აძლევდეს ვინმე. ადამიანი, რომელმაც საკუთარი უგუნურებით თავიდან ვერ აიცილა პროვოკაცია - მიწები ჩააბარა. ყველაზე დიდი უბედურება, რაც შეიძლება მმართველს დაემართოს ეს არის საკუთარი ქვეყნის ტერიტორიის დაკარგვა და ოკუპაციის დაკანონება. მან ჩააბარა, ასე ვთქვათ, მანამდე მოხაზული, ოკუპირებული, ძირძველი ტერიტორიები, არამედ კოდორის ხეობა, 100-ზე მეტი სოფლით, ათასობით ადამიანი დევნილად აქცია. ამის შემდეგ ეს მასხარა კაცი გამოვიდა და თქვა, რომ ეს არის ქვების გროვა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.