logo_geo
eng_logo
ნინო ლომჯარია: მოსამართლეებმა უნდა ითანამშრომლონ გამოძიებასთან
- +

26 ივლისი. 2016. 18:40


 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ კამპანია „ეს შენ გეხებას" წარმომადგენელმა, „სამართლიანი არჩევნების" წევრმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ გიორგი პაპუაშვილმა ისაუბრა სასამართლოსა და მოსამართლეების მიმართ განხორციელებული გარკვეული ზეწოლების შესახებ. ლომჯარიას თქმით, ის ფაქტები, რომლებზეც პაპუაშვილმა ისაუბრა, შეიცავს მოსამართლის მიმართ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟსა და ზეწოლის მცდელობას.

 

 

„გიორგი პაპუაშვილმა ისაუბრა სასამართლოსა და მოსამართლეების მიმართ განხორციელებულ გარკვეული ზეწოლების შესახებ. მან ისაუბრა რამდენიმე ფაქტის შესახებ, რასაც უკანასკნელი თვეების განმავლობაში ჰქონდა ადგილი. არ ყოფილა დასახელებული მოსამართლეების კონკრეტული სახელი და გვარები. ის ფაქტები, რომლებზეც მან ისაუბრა შეიცავს მოსამართლის მიმართ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟსა და ზეწოლის მცდელობას. მისი მხრიდან არც საქმეებზე არ ყოფილა დაკონკრეტება, თუ რომელ საქმეებთან დაკავშირებით ხდებოდა ზეწოლა. ამასთან, გიორგი პაპუაშვილის ინფორმაციით, მათ მიმართეს პროკურატურას, თუმცა არ მომხდარა რეაგირება, ამიტომ მას გააჩნია საგამოძიებო უწყების მიმართ უნდობლობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი ფაქტები არ უნდა რჩებოდეს რეაგირების გარეშე. ერთი მხრივ, მოსამართლეებმა უნდა ითანამშრომლონ გამოძიებასთან, მეორე მხრივ, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ამ ფაქტების დროული და ობიექტური გამოძიება და ასევე იმ მოსამართლეებს, რომლებიც მისცემენ ჩვენებას, უნდა მისცეს მყარი გარანტიები", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner