logo_geo
eng_logo
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ადგილი არ არის - ნოდარ წოწორიამ პარტია დატოვა
- +

29 სექტემბერი. 2021. 00:47

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნოდარ წოწორიამ პარტია დატოვა, - ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

 

მისი თქმით, პარტიის დატოვების შესახებ მან გადაწყვეტილება ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან და გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე მიიღო.

 

„მინდა მივმართო ყველა ჩემს მეგობარს, ახლობელს და თანამებრძოლს. დღეს მიწევს ჩემთვის ძალიან მტკივნეული და ამავდროულად მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთება. დღეიდან, ფაქტობრივად ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავდივარ, რადგან წლების განმავლობაში ვემსახურებოდი გუნდს და პარტიას, რომელიც ჩემს წარმოდგენაში თავის მხრივ ემსახურებოდა ქვეყნის კეთილდღეობას და უკეთეს მომავალს. საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან და გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ჩემი ადგილი არ არის. შესაბამისად, ვტოვებ პარტია „ნაციონალურ მოძრაობის“ მარტვილის ორგანიზაციის რიგებს. ამ საკითხთან დაკავშირებით, დამატებით არანაირი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ“, - წერს ნოდარ წოწორია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner