logo_geo
eng_logo
„იბერიას“ განახლებული საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ვახო ხუზმიაშვილი იქნება
- +

26 ივლისი. 2016. 18:42



„ტელეკომპანია „იბერია" გახსნიდან პირველ სეზონს ამთავრებს და სულ მალე ახალი სეზონიდან დიდი ცვლილებები და დიდი გეგმები გვაქვს", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მაკა რაზმაძე წერს და აქვე აღნიშნავს, რომ არხზე მუშაობას იწყებს სრულიად განახლებული საინფორმაციო სამსახური და მისი ხელმძღვანელი ვახო ხუზმიაშვილი იქნება.


„მუშაობას იწყებს სრულიად განახლებული საინფორმაციო სამსახური და ამ სამსახურის ხელმძღვანელი იქნება ჩვენი ხუზმიკი - ვახო ხუზმიაშვილი.

 

ვიცი, რომ ძალიან მაგარი ნიუსი ექნება მალე „იბერიას".

 

ხუზმიკ, გილოცავ და გულით გისურვებ, ისე გამოვიდეს ყველაფერი,როგორც შენ ხედავ და როგორც შენ აპირებ!!

 

ჩვენ კი შენს გვერდით ვართ, როგორც ყოველთვის", - წერს რაზმაძე.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner