„ბოლო ეჭვებიც და კითხვებიც ქრება "ნაცების" და მათი სატელიტ-მოკავშირეების ზრახვებზე. ე.წ. "ხავერდოვანი რევოლუციის" კიდევ ერთი მცდელობა და ქვეყნის ჩაძირვა დესტაბილიზაცია-დაპირისპირების ჭაობში“, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
„მაქვს ეჭვი, და გამიხარდება თუ არ გამართლდება, რომ აქვთ გარკვეული გარე ძალების მხადაჭერაც, რადგანაც ბოლო პერიოდის მოვლენები აჩენს ასეთ ეჭვებს“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი და ერთ-ერთი გამოცემის ბმულს აზიარებს.