logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: მიხო, შე ჩემის თვრამეტიანო, ფეხი რო დაჰკარ და მოდიხარ, ,,უმფროსი” გიშვებს? – დედას ხელი არ გაუშვა, სადმე დაიკარგები!
- +

29 სექტემბერი. 2021. 02:12

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„მოდის კი არა, დედილოს მოჰყავს!

2-ში 11-ს პრაწი-პრუწი რო დააკლდება, მანდ ვიქნებიო, ჩაგეხუტებით და ერთად შევუტიოთ არსებულ ხელისუფლებასო.

ძალიან მომენატრეთო!

ვიცი, თქვენც უსაზღვროდ მოგენატრეთო!

ჩვიდმეტჯერ მინდოდა ჩამოსვლა და აი, მეთვრამეტედ მოვდივარო. ჩააწყვეთ რიგში თვრამეტი ტყვია, თვრამეტჯერ უნდა მოვიკლა თავიო!

მიხო, შე ჩემის თვრამეტიანო, ფეხი რო დაჰკარ და მოდიხარ, ,,უმფროსი” გიშვებს?

ჯერ არ იცის? ჰოდა, ამაშია საქმე, ეხლა უკრაინის მიტოვება იქნება?!

თუ მაინც არ იშლი, თუ მაინც წამოხვალ, დედას ხელი არ გაუშვა, სადმე დაიკარგები!” – წერს ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner