logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი შანხაის მაღალი ტექნოლოგიების პარკს ეწვია
- +

26 ივლისი. 2016. 18:44



ჩინეთში ვიზიტით მყოფი საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შანხაის მაღალი ტექნოლოგიების პარკს ეწვია. აღნიშნული პარკი 1992 წელს დაფუძნდა და ჩინეთის ერთ-ერთ პირველ ტექნოლოგიურ პარკად მიიჩნევა. დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნულ პარკში ტექნოლოგიური სიახლეები დაათვალიერა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოს ინოვაციური განვითარება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს და შანხაის ტექნოპარკის გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია.


„ეს არის 120 კვადრატულ კილომეტრზე განთავსებული უდიდესი ტექნოპარკი, სადაც განვითარებულია პრაქტიკულად ყველა მიმართულება - ფინანსური ცენტრიდან დაწყებული ფარმაცევტიკით დასრულებული. ჩვენ ვეცნობით მათ საუკეთესო გამოცდილებას და ვიმედოვნებთ, რომ ამ გამოცდილების გაზიარება სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის", - აღნიშნა  ქუმსიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner