logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: სააკაშვილს უფრო მეტი გამწარებული ხალხი დახვდება და აი, იქ მოუწევთ დაკავებისას, სამართალდამცველებს ნაცრეჟიმით გამწარებულთა ფაქიზად დაშოშმინება
- +

29 სექტემბერი. 2021. 02:47

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„არაერთი შეკითხვა და 'თუ' სააკაშვილის მორიგ 'დაბრუნებაზე':

არ მაქვს მოლოდინი, რომ გასამართლებული ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი საარჩევნოდ დაბრუნდება;

და თუ დაბრუნდა, არც იმას ველი, რომ უამრავი მხარდამჭერი დახვდება ან აეროპორტში ან რომელიმე სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე. სააკაშვილს უფრო მეტი გამწარებული ხალხი დახვდება და აი, იქ მოუწევთ დაკავებისას, სამართალდამცველებს ნაცრეჟიმით გამწარებულთა ფაქიზად დაშოშმინება და დაპატიმრებულის ადგილიდან დაუზიანებლად ბადრაგირება;

რაც არ უნდა მისი თავგადაკრული მხარდამჭერი ცალკეული დასავლელი პოლიტიკოსები ჰყავდეს, რომლებიც თურმე "დამცავ ფარად" ჩამოყვებიან, ეს ბლეფია. ნებისმიერმა შეგნებულმა ევროპელმა თუ ამერიკელმა პოლიტიკურმა აქტორმა იცის თუ რა არის დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტი და კანონის უზანაესობა. ვერცერთი სერიოზული უცხოელი პოლიტიკოსი გაბედავს იმას, რომ ესკორტად გაყვეს საქართველოში გასამართლებულ, დასაპატიმრებელ საქართველოსთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც თან დესტაბილიზაციას გეგმავს.

ყველა შეკითხვას აქვს არსებობის უფლება. კერძოდ:

1) დატოვებს კი უკრაინის საჰაერო სივრცეს ის ბორტი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იქნება?

2) თუ დატოვა, გამოფრინდება კი საქართველოსკენ? ხომ არ მოხდება თვითმფრინავის სხვა ქვეყანაში იძულებითი დაშვება

3) თუ საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოვიდა, რომელ აეროპორტში/აეროდრომზე დაეშვება საბოლოო ჯამში?

4) თუ სახმელეთო გზით აპირებს შემოსვლას, გაატარებს კი ჩვენი რომელიმე მეგობარი მეზობალი ქვეყანა?

5) თუ მაინც გაატარეს მეგობარ საქართველოსთან შეთანხმებით, ბოლო წამში ხომ არ გადაიფიქრებს ქვეყანაში შემოსვლას?

საბოლოო ვერსიის ნახვამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. მიუხედავად ამისა, 2 ოქტომბრისთვის იცოდეთ, რომ

41 მშვიდობა და განვითარებაა.

5 და 25 ბოროტება, ქაოსი და ღალატი“, - წერს აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner