„ოპოზიცია არ აპირებს რეალურ საარჩევნო პროცესებში ჩართვას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკას“ განუცხადა.
„ჩვენი ოპონენტები არ აღიარებენ, რომ კანონი, რომელიც მივიღეთ არჩევნების შესახებ, არის ისეთი, რომ არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა გამორიცხულია. მათ ზუსტად იციან, რომ ეს არ და ვერ მოხდება. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ უნდა ველოდოთ გარკვეულ დაძაბულობას“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება.