logo_geo
eng_logo
ნიკა მელია: ჩემი და ვანო მერაბიშვილის ერთ პარტიაში თანამშრომლობა გამორიცხულია
- +

29 სექტემბერი. 2021. 14:12

 

 

„ჩემი და ვანო მერაბიშვილის ერთ პარტიაში თანამშრომლობა გამორიცხულია“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ სამომავლო გეგმებზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

 

„ვანო მერაბიშვილი არანაირ პოლიტიკურ თანამდებობაზე არაა. მე პატივს ვცემ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ამ ქვეყნისთვის ძალიან ბევრი რამ უკეთებია. მიუხედავად დიდი შეცდომებისა. მაგრამ მე ვთქვი, არ ვიქნები ორიგინალური, ვანო მერაბიშვილისა და ჩემი თანამშრომლობა ერთ პარტიაში არის უბრალოდ გამორიცხული“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner