logo_geo
eng_logo
იაპონიას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს
- +

29 სექტემბერი. 2021. 14:15

 

 

იაპონიაში მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარედ არჩევნების მეორე ტურის შედეგად იქნა არჩეული ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ფუმიო კიშიდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კიშიდა ქვეყნის მომდევნო პრემიერ-მინისტრი გახდება.

 

პროცედურულად, ქვეყნის მე-100 პრემიერის მხარდასაჭერად ხმის მიცემის პროცედურა პარლამენტში გაიმართება.

 

ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც წინამორბედ პრემიერს, ეშიხიდე სუგას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

 

პარტიის ახალმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მზად არის, უფლებამოსილების შესრულებას დაუყოვნებლივ შეუდგეს. პრიორიტეტულ ამოცანებს შორის მან დაასახელა კორონავირუსთან ბრძოლა, სოციალური პრობლემების მოგვარება.

 

ფუმიო კიშიდა 1957 წელს პოლიტიკოსების ოჯახში დაიბადა. მისი ბაბუა და მამა ლიბერალ-დემოკრატიული პარტიიდან იაპონიის პარლამენტის წევრები იყვნენ.

 

კიშიდამ დაამთავრა პრესტიჟული, ვასედას უნივერსიტეტის სამართლის სკოლა.

 

1993 წელს იგი პირველად აირჩიეს პარლამენტის ქვედა პალატაში პარტიის წევრად.

 

2007-2008 წლებში ოკინავასა და ჩრდილოეთ ტერიტორიების (სამხრეთ კურილის კუნძულებს უწოდებენ) საკითხთა მინისტრი იყო.

 

2012 წლის დეკემბრიდან 2017 წლის აგვისტომდე შინზო აბეს მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. ამის შემდეგ ხელმძღვანელობდა პარტიის პოლიტიკურ საბჭოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner