„ქართული ოცნების“ სოციოლოგიური ჯგუფის მიერ, თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, მმართველი პარტია 51,4%-ით ლიდერობს.
კითხვაზე - „ხვალ რომ თბილისის საკრებულოს არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას?“, პასუხები ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნება“ 51,4%;
„ნაციონალური მოძრაობა“ 25,9%;
„საქართველოსთვის“ 5,6%;
„ლელო“ 3,4%;
„გირჩი - მეტი თავისუფლება“ 3,3%;
„პატრიოტთა ალიანსი“ 2,6%;
„მოქალაქეები“ 2,1%;
„მესამე ძალა“ 1,7%;
„ლეიბორისტული პარტია“ 1,1%;
„ევროპული საქართველო“ 0,8%;
„გირჩი“ 0,3%;
სხვა პარტიები 1,8%.
სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 21-27 სექტემბერს. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 4505 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი 2%-ს შეადგენს.