„ქართული ოცნების“ სოციოლოგიური ჯგუფის მიერ, თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, კახა კალაძე 56.9%-ით ლიდერობს.
კითხვაზე - „ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“ პასუხები ასე განაწილდა:
კახა კალაძე („ქართული ოცნება“) 56.9%;
ნიკანორ მელია („ნაციონალური მოძრაობა“) 27.9%;
გიორგი გახარია („საქართველოსთვის“) 6,6%;
ანა ბიბილაშვილი („ლელო“) 2.8%;
გიორგი ლომია („პატრიოტთა ალიანსი“) 1.9%;
ანა დოლიძე („ხალხისთვის“) 1,6%;
მიხეილ ქუმსიშვილი (ლეიბორისტული პარტია) 0,7%;
თამარ კეკენაძე („მესამე ძალა“) 0,5%;
სხვა კანდიდატები 1,1%;
„როგორც ვპროგნოზირებდით, აქტიური საარჩევნო კამპანიის შედეგად კახა კალაძის რეიტინგი გაიზარდა და მას აქვს ყველა წინაპირობა, რომ არჩევნების პირველივე ტურში დიდი უპირატესობით გაიმარჯვოს“, - აღნიშნა ბრიფინგზე კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ამილახვარმა.
სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 21-27 სექტემბერს. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 4505 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი 2%-ს შეადგენს.