logo_geo
eng_logo
რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოჭში ჩავიდა, სადაც ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებს გამართავს
- +

29 სექტემბერი. 2021. 15:49

 

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოჭში ჩავიდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებს გამართავს.

 

ორი ქვეყნის ლიდერის საუბრის მთავარი თემა ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობები და საერთაშორისო საკითხები იქნება, მათ შორის, სირიის, ლიბიისა და ავღანეთის საკითხი.

 

ბოლოს ვლადიმირ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერთმანეთს წელიწად-ნახევრის წინ შეხვდნენ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner