თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოჭში ჩავიდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებს გამართავს.
ორი ქვეყნის ლიდერის საუბრის მთავარი თემა ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობები და საერთაშორისო საკითხები იქნება, მათ შორის, სირიის, ლიბიისა და ავღანეთის საკითხი.
ბოლოს ვლადიმირ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერთმანეთს წელიწად-ნახევრის წინ შეხვდნენ.