სააგენტო „Associated Press"-ის ცნობით, ბანგლადეშის პოლიციამ სპეცოპერაციის დროს ცხრა ისლამისტი მებრძოლი მოკლა, რომლებიც დაკაში მძევლების აყვანასთან კავშირში იყვნენ ეჭვმიტანილი.
სამართალდამცავების ინფორმაციით, დედაქალაქში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ასევე დაკავებულია ერთი მებრძოლი.
1 ივლისს დაკას დიპლომატიურ რაიონში მდებარე კაფეს შეიარაღებლი პირები თავს დაესხნენ და 20 მძევალი მოკლეს. დაღუპულთა შორის 17 უცხოელი იყო.
სპეცრაზმმა კაფეს შტურმის დროს 13 მძევალი გაათავისუფლა და ექვსი თავდამსხმელი მოკლა.