logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინი: რუსეთისა და თურქეთის უწყებებმა კომპრომისების პოვნა ისწავლეს, რაც ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა
- +

29 სექტემბერი. 2021. 15:59

 

„რუსეთისა და თურქეთის უწყებებმა კომპრომისების პოვნა ისწავლეს, რაც ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა,“– ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სოჭში, თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას განაცხადა.

 

პუტინის თქმით, მოლაპარაკებები ზოგჯერ რთულად მიმდინარეობს, მაგრამ საბოლოოდ შედეგი დადებითია.

 

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დადებითად ვითარდება და გასულ წელთან შედარებით, სავაჭრო ბრუნვის ზრდამ დაახლოებით ცხრა თვის განმავლობაში 50 პროცენტზე მეტი შეადგინა.

 

ვლადიმირ პუტინმა ასევე ისაუბრა სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონაში მომუშავე რუსულ-თურქულ ერთობლივ ცენტრზე და თქვა, რომ ცენტრის მუშაობა სტაბილურობის და შერიგებისკენ მიმართული პოზიციების შეთანხმების სერიოზული გარანტიაა.

 

ვლადიმირ პუტინმა ასევე ხაზი გაუსვა სირიასა და ლიბიაში რუსეთ-თურქეთის წარმატებულ თანამშრომლობას.

right_banner right_banner
არქივი
right_banner