logo_geo
eng_logo
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: სირიაში მშვიდობა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებზეა დამოკიდებული
- +

29 სექტემბერი. 2021. 16:16

 

„სირიაში მშვიდობა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებზეა დამოკიდებული“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, სოჭში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების გაძლიერება დიდ სარგებელს მოიტანს.

 

„ჩვენს ერთობლივ ნაბიჯებს სირიაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამ რეგიონში მშვიდობა დამოკიდებულია რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებზე“, – აღნიშნა ერდოღანმა.

 

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, „აკუიუს“ ატომურ ელექტროსადგურზე პირველი ენერგობლოკი 2022 წელს გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ ატომურ ელექტროსადგურს თურქეთი რუსი სპეციალისტების დახმარებით აშენებს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner