logo_geo
eng_logo
ევროკავშირმა და ჯანმო-მ დაცვის საქართველოს 300 სამედიცინო მაცივარი და ვაქცინებისთვის სპეციალური ტრანსპორტი გადასცეს
- +

29 სექტემბერი. 2021. 17:08

 

 

ვაქცინაციის პროცესის მხარდასაჭერად, ევროკავშირმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს 300 სამედიცინო მაცივარი და ვაქცინებისთვის სპეციალური გადამზიდავი ტრანსპორტი გადასცეს.

 

ცოტა ხნის წინ, ამავე მიზნით მოხდა მაღალი ხარისხის 72 ლეპტოპის, 20 პლანშეტის, ვაქცინის გადასატანი 200 კონტეინერის, 800 ყინულის პაკეტისა და 300 თერმომეტრის დონაცია.

 

საერთო ჯამში, აღნიშნულმა დახმარებამ 300 000 აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს არის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი უფრო ფართო პაკეტის ნაწილი, რომელიც შედგება 1,5 მილიარდი ლარისგან და მიზნად ისახავს, დაეხმაროს საქართველოს, გაუმკლავდეს COVID-19 პანდემიას, მათ შორის დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერას და ეკონომიკურ აღდგენას.

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოების ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ღონისძიებას დაესწრნენ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner