logo_geo
eng_logo
დავთ ოქიტაშვილი დავით კინწურაშვილს: სამართალი ძალიან მალე იზეიმებს!
- +

26 ივლისი. 2016. 19:56



საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტის დავით ოქიტაშვილის ინფორმაციით, მას ოპერის დასის წევრები დაუკავშირდნენ და დახმარება სთხოვეს. ოქიტაშვილი კინწურაშვილს მოუწოდებს, რომ დაემორჩილოს საზოგადოების ნებას და დატვოს თანამდებობა.


კულტურის პალატის პრეზიდენტი აქვე აცხადებს, რომ კინწურაშვილს არ აქვს მორალური უფლება, სრულიად უმიზეზოდ გაათავისუფლოს თანამშრომლები სამსახურიდან.


„მოვუწოდებ დავით კინწურაშვილს დაემორჩილოს საზოგადოების ნებას, კულტურის მინისტრის მოწოდებას და დროზე დატოვოს დაკავებული თანამდებობა. ის ყველანაირი კანონის გვერდის ავლით აგრძელებს ისევ მოვალეობის შესრულებას და უკანონოდ ათავისუფლებს თანამშრომლებს.

 

მე მას ვპირდები, რომ ეს ადამიანები აღდგებიან თავიანთ ადგილებზე და სამართალი ძალიან მალე იზეიმებს. მას არა აქვს მორალური უფლება იჯდეს მაგ სკამზე და პანტაპუნტით, სრულიად უმიზეზოდ თანამშორმლები მოხსნას სამსახურიდან", - აცხადებს ოქიტაშვილი.

 

კულტურის პალატის პრეზიდენტი ასევე მოუწოდებს კინწურაშვილს დაასახელოს იმ პირის ვინაობა, ვისი რეკომენდაციითაც მან ოპერაში უპრეცენდენტო ფაქტი დაუშვა და ქორწილის გადახდის ნებართვა გასცა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner