logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: კობა ნაყოფია არის მილიარდერი და ის მილიარდერი გახდა საქართველოში ჩვენი, ქართული ოქროს ხარჯზე
- +

29 სექტემბერი. 2021. 22:21

 

 

„კობა ნაყოფია სენაკის ცენტრში დგას და კივის, რომ თურმე სენაკში მაცხოვრებელთა 35 % ცხოვრობს უკიდურესად გაჭირვებაში!!!

ნაყოფია არის მილიარდერი და ის, მილიარდერი გახდა საქართველოში, ჩვენი, ქართული ოქროს ხარჯზე“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

„შე კაი ადამიანო, მერობა რაში გჭირდება? ან მერობით რა უნდა შეცვალო? როგორ არ გრცხვენია, რომ მილიარდერი კაცი, საკუთარი სოფლელების სიღარიბეზე საუბრობ? მიდი და დაეხმარე ყველას, ააშენე რაიმე უდიდესი საწარმო, სადაც დაასაქმებ სენაკელებს, ვისაც უჭირთ ჯანმრთელობის კუთხით, იმათი მკურნალობა დააფინანსე, როგორ ვერ მიგიხედავს ერთი ბეწო სენაკისთვის ამხელა ფულის პატრონს? თვეში მილიონებს იხდი ნაციონალური მოძრაობის წევრების ტაშფანდურში და შენივე სენაკელებს როგორ ვერ მიხედე? აგეღო მაგალითი ივანიშვილისგან და მოქცეულიყავი ისე, როგორც იქცეოდა 30 წელი ბიძინა. როგორ ეხმარებოდა თავისი კუთხის შვილებს, მერობისთვის  კი არ უბრძოლია?

დაახლოებით 5 მილიონი უნდა დახარჯო ახლა არჩევნებში და ეგ ფული საწარმოს შენებაში რომ ჩაგედო არ გინდოდა? მაგრამ არა, სიბოროტის დაბრუნება გინდა, მეგის ქარდავა გინდა კვლავ და ქართველების დაჩაგვრა, ძარცვა და დაპატიმრება გწყურიათ თქვენ, თორემ რაიმეს შენება თუ გინდა, ვინ გიშლის ხელს ?!!!“, - წერს ლატარია.

right_banner right_banner
არქივი
right_banner