ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე არჩევნებზე დამკვირვებლად დარეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს აფასებს და საზოგადოებას ახსენებს, თუ რა გააკეთა ISFED 2018- 2020 წლის არჩევნებზე.
„არჩევნებზე დამკვირვებელმა სამმა ენჯეომ - TI, ISFED, GYLA მორიგი ცეცხლი გახსნეს. შეგახსენებთ, სწორედ ეს სამეული ფიგურირებდა ოპოზიციის მოთხოვნებში, რომ მათ უნდა დაეკომპლექტებინათ ცესკო და საოლქო კომისიები. რა გააკეთეს მათ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, გვახსოვს, ისევე, როგორც გვახსოვს ISFED-ის ვითომ „ტექნიკური“ შეცდომა ხმების პარალელურ დათვლაში 2020 წელს. სამწუხაროა, როდესაც ნდობას ასე ფლანგავ და როდესაც შენს შეფასებებს უწინდებურად ვეღარ ენდობა საზოგადოება“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე facebook-ზე.