პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, გამორიცხულია პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებით „ლაქა დაიდოს ცხოვრების შემდგომ მანძილზე“
როგორც ვოლსკიმ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხდა, სალომე ზურაბიშვილი ისეთი გულუბრყვილო არ არის რომ საერთაშორისო სასამართლოს დასკვნების გარეშე რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს.
„გამორიცხულია სალომე ზურაბიშვილმა ასეთი ლაქა დაიდოს თავისი ცხოვრების შემდგომ მანძილზე. შეიძლება თქვა, რომ ქართულმა სასამართლომ რაღაც სუბიექტივიზმი დაუშვა, ჯერ ერთი არ დაუშვა. ქართულმა სასამართლომ ზუსტი განაჩენი გამოიტანა. ეს არ არის "პიჯაკების საქმე" ყველამ იცის, რომ სერიოზულ თანხაზეა საუბარი. ვალერი გელაშვილი დალეწილი და მოკლულია ფაქტობრივად. იგივე გირგვლიანის მკვლელების შეწყალება და სასათბურე პირობების მოწყობა სტრასბურგის სასამართლოს მიერ არის აღიარებული. კიდევ რამდენიმე საქმეა. არსებობს საერთაშორისო სასამართლო, არც სალომე ზურაბიშვილია ისეთი გულუბრყვილო, რომ საერთაშორისო სასამართლოს დასკვნების გარეშე რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს“, - აღნიშნავს ვოლსკი.