logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: არც ერთი სტატუსის მქონე უსახლკარო ადამიანი ბინის გარეშე არ დარჩება, ყველას დავაკმაყოფილებთ
- +

30 სექტემბერი. 2021. 02:19

 

„არც ერთი სტატუსის მქონე უსახლკარო ადამიანი ბინის გარეშე არ დარჩება, ყველას დავაკმაყოფილებთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ იმედის გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.

 

„მყარი ფუნდამენტი შექმნილია და ჩვენი საარჩევნო პროგრამა „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“ მიუთითებს იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე შევიტანოთ უბნებში, მეტი სპორტული მოედანი, მეტი პარკი, მეტი სკვერი. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს თითოეული ოჯახისთვის, ინფრასტრუქტურული პროექტების მოწესრიგება მიწისქვეშა კომუნიკაციებით, ძველი თბილისის განახლება, ავარიული სახლების ჩანაცვლება, არც ერთი სტატუსის მქონე უსახლკარო ადამიანი ბინის გარეშე არ დარჩება, ყველას დავაკმაყოფილებთ. 20 ახალი ბაღი უდნა ავაშენოთ, 25-ის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. ყველა მიმართულებით გვაქვს კონკრეტული ხედვა. აქ მთავარი ლამაზი სიტყვები არ არის და ლამაზად დაწერილი საარჩევნო პროგრამა. ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია პატიოსანი, პროფესიონალი, საქმის მცოდნე ადამიანებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner