logo_geo
eng_logo
„პრაიმტაიმი“: სააკაშვილს „ფავორიტი ქალების“ საარჩევნო სიაში ჩასმა სურს, რასაც სანდრა არ დასთანხმდება
- +

26 ივლისი. 2016. 20:01


 

„მიხეილ სააკაშვილს რთული პერიოდი მხოლოდ პოლიტიკაში არ უდგას. ახლა მას სანდრა რულოვსთანაც დაეძაბა ურთიერთობა, რომელსაც პოლიტიკაში კიდევ უფრო აქტიურ ჩართვაზე ვერ ითანხმებს. ექს-პრეზიდენტის ცოლს თავისი პირობები აქვს", - ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი" წერს. გამოცემის თქმით, სანდრა რულოვსი ერთგვარი „ფიშკაა" „ნაციონალური მოძრაობისთვის", რომელზე გათვლაც სააკაშვილმა ჯერ კიდევ 2010 წლიდან დაიწყო.

 

 

„სანდრა რულოვსის ფაქტორი პოლიტიკაში ერთსახოვანი ნამდვილად არ არის. ექს-პრეზიდენტის თავმდაბალი, საქართველოზე შეყვარებული, მეგრულად ამღერებული მეუღლე სწორედ ის „ფიშკაა" დღეს „ნაციონალური მოძრაობისთვის", რომელზე გათვლაც სააკაშვილმა ჯერ კიდევ 2010 წლიდან დაიწყო. თუმცა, ექვსი წლის წინანდელ ამბებს მოგვიანებით დავუბრუნდებით. ახლა კი აქამდე კულუარულად განხილული თემის მესიჯები გარეთ უკვე ცხადად გამოდის და რულოვსი მეუღლის ნაცვლად ახლავს ნაციონალების მაჟორიტარ კანდიდატებს: ელენე ხოშტარიას - წყნეთში, ზურაბ ჭიაბერაშვილს - იორმუღანლოში, ლევან ვარშალომიძეს - ბათუმში..." - წერს „პრაიმტაიმი".



„პრაიმტაიმის" თქმით, სანდრა რულოვსს თავისი პირობები აქვს სააკაშვილთან. სააკაშვილს „ფავორიტი ქალების" საარჩევნო სიაში ჩასმა სურს, რასაც სანდრა არ დასთანხმდება", - აღნიშნავს გამოცემა.  


„ნაციონალების პარტიული კულისებიდან ცნობილი ხდება, რომ მიშა სანდრას უფრო მეტზე ვერც თავად ითანხმებს. ერთია, რომ ბოკერიაა წინააღმდეგი და მეორეა, რომ სანდრას თავისი პირობები აქვს. ეს პირობა კი იმ ქალბატონებს ეხება, ვისაც ყვითელ პრესაში ხშირად პრეზიდენტის ფავორიტ ქალებად მოიხსენიებდნენ. სააკაშვილს მათი სიაში ჩასმა ან მაჟორიტარად წარდგენა სურს. თუმცა, უკვე ზუსტად იცის, რომ, თუკი ასეთ რისკზე წავა, პოლიტიკაში სანდრას მხარდაჭერას დაკარგავს. სანდრა ელენე ხოშტარიას კი დაჰყვება მოსახლეობასთან შეხვედრაზე ვაკეში, მაგრამ ის სოფო ნიჟარაძეს ან ვერა ქობალიას გვერდით გამოჩენას (სხვათა შორის, ითქვა, რომ ვერამ სააკაშვილს სოლიდური თანხა მოსთხოვა პოლიტიკაში ჩართვის სანაცვლოდ) არ დასთანხმდება. ნაციონალები ამბობენ, რომ სააკაშვილმა ეს კარგად იცის.


სანდრა, საერთოდაც, არასოდეს მონაწილეობდა ისეთ პროექტებში, სადაც მის გვერდით კი არა, მის სიახლოვეს პრეზიდენტის ფავორიტად მონათლული რომელიმე დივა შეიძლებოდა გამოჩენილიყო. და მართალია, დღეს ნაციონალების საარჩევნო სიაში ვერ იპოვით სოფოს ან ვერას გვარებს, მაგრამ ნინო კალანდაძე მაინც გამოჩნდა - ის ოცეულში საპატიო ადგილს იკავებს. როგორც ამბობენ, სანდრა რულოვსისთვის ესეც მიუღებელია.

 

ამასთანავე, სანდრას არც ის უნდა ეპიტნავებოდეს, რომ სანამ მისი მეუღლე მასთან პოლიტიკურ თემებზე გადის კონსულტაციებს და პოლიტიკაში დახმარებას მეუღლეს სთხოვს, სხვებთან (მაგალითად, როგორც ამბობენ, სოფო ნიჟარაძესთან) ერთობა. მოკლედ, მიშას ფავორიტი ქალების თემა ყოველთვის გამაღიზიანებლად მოქმედებდა სანდრაზე", - წერს „პრაიმტაიმი".


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner