კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ქისიშვილმა გამყოფი ხაზისპირა, მაღალმთიან სოფელ ბოჟამში გზის მოასფალტების სამუშაოები დაათვალიერა.
დავით ქისიშვილი მიმდინარე სამუშაოს შესახებ ესაუბრა გზის მშენებელ შპს „ენ-დი როუდის“ ხელმძღვანელებსა და დასაქმებულ მუშებს.
ასფალტის პირველი პირის დაგებამდე მომზადდა გზა, მოეწყო რკინაბეტონის კიუვეტები. გათვალისწინებულია გზის გადამკვეთებსა და ეზოში შესასვლელებზე ცხაურების და საგზაო სამოსის მოწყობა.
„სოფელ ბოჟამთან მისასვლელი გზის სრული რეაბილიტაცია მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 225 655 ლარია. ჩვენი მიზანი მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლად მისასვლელი ყველა გზის მოწესრიგება“, - აღნიშნა დავით ქისიშვილმა.