logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: სუს-ის თითოეულ თანამშრომელს მადლობა პატრიოტიზმისა და ჩვენი ქვეყნის სამსახურისთვის
- +

30 სექტემბერი. 2021. 12:16

 

 

„ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი, მინდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მადლობა ვუთხრა პატრიოტიზმისა და ჩვენი ქვეყნისადმი სამსახურისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა ყველას მოუწოდა, როდესაც საქმე ეხება ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტს, როგორიცაა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ის თანამშრომლები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან ქვეყანას და მოსახლეობის უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს, მათ ყველამ პატივი უნდა სცეს და მადლობა გადაუხადოს.

 

„ბუნებრივია, გამოძიება დაადგენს, მოახდენს იდენტიფიცირებას, რა იყო აქედან, შესაძლოა, კანონის ფარგლებში განხორციელებული მოსმენები, რა არის ფაბრიკაცია და ამის შემდეგ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner