logo_geo
eng_logo
გიორგი გიგაური: „კაზანტიპი“ გადამწვარა, რერო...
- +

26 ივლისი. 2016. 20:05

 

 

17 ივლისს ყირიმში, სოფელ პოპოვკაში, „კაზანტიპის" სახელით ცნობილი სკანდალური ფესტივალის ტერიტორია დაიწვა! ეს სწორედ ის ადგილია, სადაც 1995 წლიდან მოყოლებული, ყოველ ზაფხულს იმართებოდა ე.წ. ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, რომელიც სინამდვილეში სექსუალურ ორგიებს უფრო ჰგავდა!


დიახ, უკვე რუსეთთან შეერთებულ ყირიმში, სოფელ პოპოვკაში, ადგილობრივი მედიის ცნობით, საღამოს 17 საათზე „კაზანტიპის" ხის ნაგებობები ხანძარმა შთანთქა! ზღვის სანაპიროსთან განლაგებული ნაგებობები ისე უცებ დაიწვა, რომ სახანძრო მანქანებმა ადგილზე მისვლაც ვერ მოასწრეს! უფრო მეტიც, როცა ადგილობრივები სახანძრო სამსახურში რეკავდნენ, მათ პასუხობდნენ: „მერე რა ვქნათ?! იწვის და დაიწვას!"

 

კიდევ უფრო დამაინტრიგებელია ერთი ადგილობრივი ბიზნესმენის განცხადება:


„გავრცელდა ხმა, რომ აქ ახალგაზრდობის თავშეყრა იგეგმებოდა! ბევრი ხალხი უნდა ჩამოსულიყო... ჰოდა, ეს ხანძარიც იმათი ნამოქმედარია, ვისაც ყირიმში „კაზანტიპი" არ სურდა!"


მოკლედ, გამორიცხული არ არის, რომ „კაზანტიპი" ყირიმში სპეციალურად დაწვეს! ეს არც არის გასაკვირი, რადგანაც ეს „კაზანტიპი" აღვირახსნილობასთან და გარყვნილებასთან, ლამის სექსუალურ ორგიებთან ასოცირდება! და ეს ჩვენში ყურმოკვრით და ჭორის დონეზე არ არის ცნობილი - საქართველომ ხომ 2014 წლის აგვისტოში ერთხელ მოასწრო და უმასპინძლა ამ „კაზანტიპს"!

 

სხვათაშორის, მაშინ „კაზანტიპის" პრეზიდენტი ნიკიტა მარშუნოკი ეკონომიკის სამინისტროში შემავალი ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ გამოჩხრიკა და ის ერთადერთი „კაზანტიპობა" საქართველოში სწორედ მაშინდელი ეკონომიკის სამინისტროს პატრონაჟით წარიმართა!


2014 წლის „კაზანტიპობამ" ისეთი ხმაური გამოიწვია, რომ მასთან დაკავშირებულ პერიპეტიებს მსოფლიოს წამყვანი მედიაც კი აშუქებდა! რა თქმა უნდა, ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ „კაზანტიპის" სახლში - ყირიმში მაშინ ერთი „გამიშვი-დამიჭირე" იყო - ეს ის პერიოდია, როდესაც უკრაინის ყოფილი ავტონომია რუსეთს უერთდებოდა! ჰოდა, „კაზანტიპის რესპუბლიკის პრეზიდენტმა" ნიკიტა მარშუნოკმა რამდენიმე მილიონი დოლარიც კი დახარჯა, რომ ეს „ფესტივალი" საქართველოში, კერძოდ, ანაკლიაში დაფუძნებულიყო სამარადჟამოდ!


საქართველოს „გაკაზანტიპებას" კი ჩვენში ლამის ერი და ბერი ერთდროულად  შეეწინააღმდეგა! ის კი არა, „BBC" ციტირებდა საპატრიარქოს წარმომადგენელთა განცხადებებს, რომელთა მიხედვით, „კაზანტიპი" საქართველოში გარყვნილების იმპორტიორად შეირაცხა!


„ჩვენ ყველა სექსის შედეგად დავიბადეთ. თუ ამ ქვეყანაში სექსთან დაკავშირებით პრობლემებია, ჩვენ მზად ვართ, თავი შევიკავოთ - 20-დან 30 აგვისტომდე ერთმანეთთან სექსი არ გვექნება... არადა, რა დიდი პერსპექტივებია წინ! გავიგე, რომ ეკლესიის მოთხოვნით მინისტრი (გიორგი სიგუაზეა ლაპარაკი - გ.გ.) გაუთავისუფლებიათ თანამდებობიდან.... მესმის, რომ აქ იმას ვერ გავაკეთებ რაც მინდა, მაგრამ ბევრი გართობა რომ იქნება, ეს ფაქტია!" - აი, ზუსტად ეს განუცხადა „BBC"-ს მარშუნოკმა!


თუმცა, საბედნიეროდ, 2014 წლის „ფესტივალი" პირველი და უკანასკნელი აღმოჩნდა „ქართული კაზანტიპისთვის"! ჯერ ერთი, ეს ღრეობა ორგანიზაციებისთვის წამგებიანი აღმოჩნდა, რამდენადაც ანაკლიაში მოსალოდნელზე ცოტა „მოკაზანტიპე" ადამიანი ჩავიდა; მეორეც, „კაზანტიპზე" ისეთი ამბები ხდებოდა, რომ ყოვლისმნახველი ლიბერასტებიც კი გაოგნდნენ - ეს მართლაც ღია ცის ქვეშ გახსნილი ბორდელი იყო!

 

მოკლედ, „პრეზიდენტი" ნიკიტა მარშუნოკი საქართველოდან კუდამოძუებული წავიდა და მას შემდეგ არც მასზე და არც მის „კაზანტიპზე" არაფერი გვსმენია! და „კაზანტიპი" არც გაგვახსენდებოდა, რომ არა ყირიმში, პოპოვკაში მომხდარი ხანძარი!


დიახ, ყირიმში მომხდარი ხანძრით, ფაქტობრივად, „კაზანტიპის" ხსოვნაც კი დაიფერფლა!


თუმცა, თუ ქართული პოლიტიკისა და ჩვენი ე.წ. პოლიტელიტის - განსაკუთრებით კი, ნაცებისა და ნაცმიდრეკილი ლიბერასტული ელიტის „მსოფლმხედველობრივ კაზანტიპობას" გავიხსენებთ, პოლიტიკური პროსტიტუცია ჩვენში ჯერაც ცოცხლობს და ფეთქავს!


შესაძლოა, ოდენ 8 ოქტომბრის „საარჩევნო ხანძრამდე"?

 

 

გიორგი გიგაური

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner