„ის, რაც საქართველოს სჭირდება, არის წყნარი, მშვიდი გარემო და არა პოლიტიკური არასტაბილურობა და ძალადობა“, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის გეგმასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულს ხელი ყველამ უნდა შეუწყოს.
„არ ვაპირებ სპეკულირებას იმაზე, რა შეიძლება გააკეთოს ან არ გააკეთოს მიხეილ სააკაშვილმა. ბევრი კომენტარი გაკეთდა, მათ შორის თავად სააკაშვილის მხრიდან. ვფიქრობ, შეგვიძლია ყველა შევთანხმდეთ, რომ ის, რაც საქართველოს სჭირდება, არის წყნარი, მშვიდი გარემო და არა პოლიტიკური არასტაბილურობა და ძალადობა და ჩვენ ყველამ ამას ხელი უნდა შევუწყოთ“, - აღნიშნა ელჩმა.