logo_geo
eng_logo
სასამართლომ ნიკოლა სარკოზის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- +

30 სექტემბერი. 2021. 13:56

 

 

პარიზის სასამართლომ ნიკოლა სარკოზის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მანამდე სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეზე დამნაშავედ ცნო.

 

აღსანიშნავია, რომ ნიკოლა სარკოზი თავისუფლების აღკვეთის ერთ წელს შინაპატიმრობაში, ელექტრონული სამაჯურით გაატარებს.

 

შეგახსენებთ, რომ გამოძიება ნიკოლა სარკოზის 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებაში ადანაშაულებდა.

 

პროკურატურის მტკიცებით, სარკოზის პარტიამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხარჯების დადგენილ ზღვარს (22.5 მილიონი ევრო) ორჯერ გადააჭარბა, შემდეგ კი პიარკომპანია დაიქირავა, რათა ეს ხარჯები დაემალა.

 

სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ჟერომ ლავრიომ საჯაროდ აღიარა, რომ პიარკომპანიისთვის გამოყოფილი თანხების გადამისამართება ევალებოდა, და განაცხადა, რომ საკუთარი ინიციატივით მოქმედებდა.

 

17 ივნისს, წინასაარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეზე პროკურატურამ ნიკოლა სარკოზისთვის 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner