logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილმა გურიის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
- +

26 ივლისი. 2016. 20:29



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა ოზურგეთში გურიის რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.


ოზურგეთის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება არჩილ თალაკვაძე; ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარად კი პრემიერმა თემურ ჭკუასელი წარადგინა. 


„არჩილ თალაკვაძე ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული, ახალი სახეა. ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ არჩილზე. ამჟამად იგი გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. ეს არის მოტივირებული ახალგაზრდა კაცი, რომელმაც თავისი ნიჭით და განთლებით უკვე მიაღწია წარმატებებს. ის აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას ქართულ პოლიტიკაში. დარწმუნებული ვარ, ოზურგეთელები იამაყებთ თქვენი მაჟორიტარით. ბატონი თემური პარლამენტის წევრია. ყველასთვის საყვარელი და პატივსაცემი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, ჩოხატაურელები და ლანჩხუთელები გამოუცხადებთ მას ნდობას და მხარს დაუჭერთ მის კანდიდატურას", - აღნიშნა პრემიერმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner