logo_geo
eng_logo
უილიამ კორტნი: დასავლეთში სააკაშვილი განიხილება, როგორც ყოფილი ლიდერი, რომლის მთავრობამ ძალაუფლება ბოროტად გამოიყენა
- +

30 სექტემბერი. 2021. 15:39

 

 

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შესახებ განცხადებას გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, სააკაშვილს შეიძლება ჰქონდეს იმედი, რომ თუ დააპატიმრებენ, დასავლეთი მის გათავისუფლებას მოითხოვს, თუმცა, დასავლეთში სააკაშვილი განიხილება როგორც საქართველოს ყოფილი ლიდერი, რომლის მთავრობამ ძალაუფლება ბოროტად გამოიყენა.

 

„მიხეილ სააკაშვილს შეიძლება ჰქონდეს იმედი, რომ მისი დაბრუნება და დაპატიმრება ალექსეი ნავალნის მსგავსად მისგან მსხვერპლს შექმნის და დასავლეთი მის გათავისუფლებას მოითხოვს, მაგრამ დასავლეთში სააკაშვილი განიხილება არა როგორც მშვიდობისათვის მებრძოლი, არამედ საქართველოს ყოფილი ლიდერი, რომლის მთავრობამ ძალაუფლება ბოროტად გამოიყენა“, – ნათქვამია უილიამ კორტნის მიერ „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner