logo_geo
eng_logo
აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი ნენსი რეიგანი გარდაიცვალა
- +

6 მარტი. 2016. 20:45



ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედი ნენსი რეიგანი 94 წლის ასაკში, კალიფორნიაში, გულის უკმარისობით გარდაიცვალა.


რონალდ რეიგანის მეუღლეს თეთრი სახლის ისტორიაში, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან დიასახლისად მიიჩნევენ. მისი მეუღლე პრეზიდენტის პოსტს 1981 წლიდან 1989 წლამდე იკავებდა.


შეუღლებამდე ნენსი რეიგანი მსახიობი იყო. 1952 წელს ნენსი რონალდ რეიგანს ცოლად გაჰყვა და მათ ერთად 52 წელი იცხოვრეს.


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი რონალდ რეიგანი 2004 წელს ალცჰაიმერის დაავადებისგან გარდაიცვალა.


ნენსი რეიგანს მეუღლის გვერდით, კალიფორნიაში, რონალდ რეიგანის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის  ტერიტორიაზე დაკრძალავენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner