„ჩვენ დიდუბის მცხოვრებლებთან ერთად სწორ არჩევანს გავაკეთებთ 2 ოქტომბერს. დარწმუნებული ვარ, პირველივე ტურში გავიმარჯვებთ. შესაძლოა არჩევნების დღეს იყოს დაძაბულობა, რადგან არაფერს გამოვრიცხავთ პოლიტიკური გუნდისგან, რომელიც დესტაბილიზაციაზე არის ორიენტირებული“, - ამის შესახებ დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გივი ჩხარტიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, დიდუბეში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება.
„დიდუბის რაიონის მცხოვრებლებთან ერთად ბოლო შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მიმოვიხილეთ ის პრობლემები და გამოწვევები, რაც დიდუბის რაიონშია. მაგალითად, ელიავას ბაზრობა იმ სახით, როგორც არის მიუღებელია და ყველა ვიმუშავებთ ამ მიმართულებით. იგეგმება აკაკი წერეთლის გამზირისა და ბელიაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია. დიდუბის რაიონის მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს 2 ოქტომბერს, რომ აღნიშნული პროექტები განხორციელდეს“, - განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.